Microsoft Mobile

Microsoft Mobile Oy
ტიპი შპს
დარგი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა
დაფუძნდა კეილანიემი, ესპოო, ფინეთი (25 აპრილი, 2014)
სათავო ოფისი ესპოო, ფინეთი
მმართველი
სტივენ ელოპი
ჯო ჰარლოუ
პროდუქცია მობილური ტელეფონები
სმარტფონები
პლანშეტები
მობილური პროგრამები
საიტი Microsoft-ის მობილური მოწყობილობები

Microsoft Mobileტრანსნაციონალური მობილური ტელეფონებისა და მობილური კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოში და წარმოადგენს Microsoft-ის შვილობილ კომპანიას. მისი ძირითადი საქმიანობა მობილური ტელეფონების, სმარტფონების, პლანშეტური კომპიუტერებისა და მათი აქსესუარების დიზაინის შექმნა, განვითარება, წარმოება და რეალიზაციაა.

Microsoft Mobile 2014 წლის აპრილში Microsoft-ის მიერ Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილების შეძენის შემდეგ შეიქმნა. ამასთანავე Microsoft ინარჩუნებს სამომავლოდ მობილურ ტელეფონებზე Nokia-ს სახელისა და ლოგოს გამოყენების შეზღუდულ ლიცენზიას, მაგრამ კომპანიას Nokia-ს ბრენდის მხოლოდ გარდამავალი ლიცენზია მიეცა.

Microsoft Mobile-მა მობილური ტელეფონების Nokia-ს სავაჭრო ნიშნით გაყიდვის უფლება 10-წლიანი სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში მოიპოვა, ეს ეხება S30+ სერიაზე დაფუძნებულ ტელეფონებს. Lumia-ს სამომავლო სმარტფონები ამ ლიცენზიას არ ექვემდებარებიან და ისინი Nokia-ს ბრენდის სახელით აღარ გამოვლენ[1][2]; 2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Lumia-ს სამომავლო მოწყობილობები Nokia-ს ნაცვლად Microsoft-ის სახელითა და ლოგოთი გამოვა[3].

Microsoft Mobile მობილური ტელეფონების აპარატურის ბიზნესში Microsoft-ის რიგით მეორე საწარმოა, მას შემდეგ რაც 2010 წელს ხანმოკლე დროით იარსება Kin-მა.

  1. http://www.marketingweek.co.uk/sectors/technology-and-telecoms/news/microsoft-completes-nokia-acquisition/4010292.article
  2. http://betanews.com/2014/04/25/nokias-devices-services-business-now-in-microsofts-hands/
  3. Warren, Tom (24 October 2014). „Microsoft Lumia design officially revealed without Nokia branding“. The Verge.

Developed by StudentB